Среда, 22.01.2025, 09:51
Приветствую Вас Гость
RSS
PaSs WAREZ
Меню сайта
Категории каталога
MOVIES [3]
ფილმები
MUSICS [2]
მუსიკები
PICTURES [1]
სურათები
GAMES [0]
თამაშები
FOOTBALL NEWS [0]
საფხბურთო სიახლეები
SOFT [8]
პროგრამები
VIDEO [5]
ვიდეო
OTHER [10]
სხვა
CLIPS [0]
კლიპები
Друзья сайта
Наш опрос
რა დავამატო?
Всего ответов: 76
Главная » Файлы » OTHER

ჯორჯ ბუში - ამ ქმედებებმა სერიოზული ზიანი მოუტანა რუსეთის პოზიციებს, რომლებიც განსაზღვრავს მის ურთიერთობებს აშშ-სა და ევროპასთან
[ ] 12.08.2008, 12:03




ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხელ საგანგებო განცხადება გააკეთა და რუსეთის მოქმედებები მკაცრად გააკრიტიკა.
როგორც ბუშმა სპეციალურად საქართველოს საკითხზე საგანგებო გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის ბოლოდროინდელმა მოქმედებებმა დრამატული და სასტიკი განვითარება მიიღო. "ეს მოქმედებები არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რაშიც იგი ამდენი ხნის განმავლობაში გვარწმუნებდა. კერძოდ, რომ მხოლოდ სამხრეთ ოსეთში სტატუს-ქვოს აღდგენა სურდა, რომელიც 6 აგვისტომდე არსებობდა. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთის მიზანს წარმოადგენს, მოახდინოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩანაცვლება. რუსეთი შეიჭრა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საფრთხეს უქმნის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. XXI საუკუნეში ასეთი მოქმედებები მიუღებელია",_განაცხადა ბუშმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შეთანხმების პირობები, რომელზეც ადრე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ის საქართველოს უნდა მიეღო.
"საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გეგმა: დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის, კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის, 6 აგვისტოს სტატუს-ქვოს აღდგენისა და ძალის გამოუყნებლობის შესახებ. ახლა ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან, რათა მიღონ რუსეთის თანხმობა ამ გეგმაზე. რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთმა უნდა შემოაბრუნოს ის კურსი, რომელიც აიღო და მიიღოს ეს სამშვიდობო გეგმა",_განაცხადა ბუშმა და დასძინა, რომ ეს ერთადერთი გზაა კონფლიქტის მოგვარებისკენ.
ამასთან, ბუშმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებები იწვევს სერიოზულ ეჭვებს მისი განზრახვების შესახებ. "ამ ქმედებებმა სერიოზული ზიანი მოუტანა რუსეთის პოზიციებს, რომლებიც განსაზღვრავს მის ურთიერთობებს აშშ-სა და ევროპასთან. დროა რუსეთმა გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისკენ",_აღნიშნა ბუშმა.


Категория: OTHER | Добавил: shuba
Просмотров: 845 | Загрузок: 0 | Комментарии: 2 | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 1
1 Berra  
0
I think you've just captured the answer pelefctry

Имя *:
Email *:
Код *:
Форма входа
Поиск
Статистика

Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0

Copyright MyCorp © 2025
Бесплатный конструктор сайтов - uCoz